ჩვენს შესახებ

სტარტ ფოინთი არის საკონსულტაციო კომპანია. ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში კომპანიებს ბიზნესის დაწყებასა და მათ შემდგომ განვითარებაში. ასევე, დავეხმაროთ უკვე არსებულ კომპანიებს და შევთავაზოთ მათ სხვადასხვა სახის კონსულტაცია.

ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის ღირებულება გადის ადამიანებზე. ამიტომ ჩვენ შევკრიბეთ გამოცდილი და საიმედო გუნდი და ყველანი ერთად მზად ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება. ჩვენი პრიორიტეტია, გავიგოთ თქვენი ღირებულებები და ვიყოთ ორიენტირებული თქვენს მოთხოვნებზე. ჩვენი კლიენტი კომპანიების კმაყოფილება - ეს არის ჩვენი წარმატების ინდიკატორი.

ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ვალდებულებებს. სანდოობა, თანმიმდევრულობა და პროფესიონალიზმი, ეს არის საერთო ღირებულებები, რაც აერთიანებს ჩვენი გუნდის წევრებს.