სიახლეები

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს საგადასახადო რეფორმას თავის ახალ მოხსენებაში: სახელმწიფო ხაზინის მართვა.

რეპორტში აღნიშნულია, რომ ის შეიძლება იქცეს წარმატებული საგადასახადო რეფორმის შთამბეჭდავ მაგალითად სხვა ქვეყნებისთვის.
მოხსენებაში გაანალიზებულია საგადასახადო რეფორმები დაბალი და საშუალო შემოსავლის დონის ქვეყნებში 2004-დან 2015 წლამდე პერიოდში, ამასთანავე, იგი იძლევა ყველაზე მაღალი შემოსავლების ჩამონათვალს. დაფიქსირებულს რეფორმის გატარების შემდეგ. დანარჩენი ოთხი ქვეყანა არის კამბოჯა, გაიანა, ლიბერია და უკრაინა.
ბერნარდინ აკიტობი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენების ავტორი, აღნიშნავს: „აქ ჩვენ ძირითად ფოკუსს საქართველოზე ვაკეთებთ. იმის გაანალიზება, თუ რამ იქონია შედეგი ამ ქვეყანაში, შეიძლება ჩვენთვის იყოს გაკვეთილი იმისა, თუ რა სტრატეგიები უნდა გაითვალისწინონ სხვა ქვეყნებმა.“
ის მიუთითებს 2004 წლის საქართველოს საგადასახადო რეფორმაზე როგორც ამ შეფასების ძირითად მიზეზზე, ვინაიდან მან გაამარტივა საგადასახადო სისტემა დაბალი და ზედმეტი ადგილობრივი საგადასახადო განაკვეთების შემცირების და გაუქმების გზით, რომლებიც მხოლოდ მცირედი შემოსავლის გენერირებას ახდენდნენ.
‘E-Government’ (აღმასრულებელი ორგანოების ელექტრონული ადმინისტრაციული მომსახურება) კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ზომაა, რომელიც მიიღო საქართველოს მთავრობამ, რამაც მოქალაქეებს გადასახადების უფრო ეფექტურად გადახდის და კორუფციის შესაძლებლობის შემცირების საშუალება მისცა.
მოხსენება ხაზს უსვამს, რომ „2004-დან 2011 წლამდე შემოსავლების მობილიზების ქვეყნის უნარი მით უფრო შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ საგადასახადო განაკვეთების მკვეთრ შემცირებას“.
ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სოციალური დაზღვევის გადასახადის შემცირება და გაუქმება. თავდაპირველად შემცირებული 33%-დან 20%-მდე, საბოლოოდ გაუქმდა. საგადასახადო რეფორმის შედეგად თავდაპირველი 21 გადასახადიდან დარჩა მხოლოდ 7.
ამასთანავე, რეფორმის შედეგად ზოგი გადასახადის განაკვეთი გაიზარდა. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი მოსახლეობისგან. ადრე იგი ვარირებდა 12-20%-ის დიაპაზონში, ხოლო შემდგომ მისი ჩანაცვლება მოხდა 20%-იანი განაკვეთით.
ანალოგიურად, კომპანიის მოგების გადასახადი დაფიქსირდა 15%-ზე, ხოლო დღგ-ს შემცირება მოხდა 20-დან 18%-მდე.
გადასახადების გაუქმების მიუხედავად, შემოსავლის გაზრდის მიზეზი გახდა უფრო ფართო საგადასახადო ბაზის დანერგვა კანონების დაცვლის გამკაცრებასთან ერთად.


ბენიამინ მიუზიქ

წყარო