სიახლეები

DB2018
ელექტროენერგიის მიწოდება: ახალი კლიენტების ჩართვის ხარჯების შემცირებით, საქართველომ ელექტროენერგიის მიწოდება უფრო ხელმისაწვდომი გახადა.

მინორიტარული ინვესტორების დაცვა: საქართველომ გააძლიერა მინორიტარული ინვესტორების დაცვა დირექტორებისთვის სარჩლის წაყენების გამარტივების გზით დაინტერესებულ მხარეთა შორის მიკერძოებული გარიგებების არსებობის შემთხვევაში, ამასთანავე მოხდა აქციონერთა უფლებების და როლის გაზრდა ძირითადი კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღებისას და საკუთრების და კონტროლის სტრუქტურების განმარტება. ბანკროტის საკითხის გადაწყვეტა: საქართველომ გაამარტივა ბანკროტის საკითხის გადაწყვეტა, გახადა რა უფრო მარტივი კრედიტორებსა და დებიტორებს შორის ბანკროტის თემაზე სასამართლო გარჩევები, გააუმჯობესა ბანკროტის დროს ხელშეკრულების დამუშავების პირობები და კრედიტორებს მეტი ჩართულობის საშუალება მისცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში პროცესის მიმდინარეობის დროს.

DB2017
ელექტროენერგიის მიწოდება: საქართველომ გააუმჯობესა ელექტროენერგიის მომარაგება, დააწესა რა ჯარიმები კომუნალურ მომსახურებაზე, რომელიც ეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ წლიური მაჩვენებლის საშუალო ქულა წყვეტის ხანგრძლივობის ინდექსსა (SAIDI) და წყვეტის სიხშირის საშუალო სისტემურ ინდექსში (SAIFI) არის უფრო ნაკლები, ვიდრე გასულ წელს. საქართველომ ასევე სავალდებულო გახადა მომხმარებლების გაფრთხილება ელექტროენერგიის დაგეგმილი შეწყვეტის შესახებ. საკუთრების რეგისტრაცია: საქართველომ გააუმჯობესა მიწის ნაკვეთების მართვის ხარისხი რუქების დაფარვის ზრდით მთავარ ბიზნეს ქალაქში კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთებისთვის. მინორიტარული ინვესტორების დაცვა: საქართველომ გააძლიერა მინორიტარული ინვესტორების დაცვა აქციონერთა უფლებების და როლის გაზრდით ძირითადი კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღებისას და საკუთრების და კონტროლის სტრუქტურების განმარტებით. გადასახადების გადახდა: საქართველომ გაამარტივა გადასახადების გადახდა კორპორაციული საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის დამატებითი დანართის გაუქმებით და ონლაინ სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესებით, რომელიც გამოიყენება დღგ-ს დეკლარაციის შესავსებად. ვაჭრობა საზღვრებს მიღმა: საქართველომ დააჩქარა ექსპორტისა და იმპორტის საბუთების შესაბამისობის შემოწმება ელექტრონული საბუთების წარმოების სისტემის გაუმჯობესებით, ისევე როგორც დანერგა ელექტრონული საბუთების გაგზავნის მოწინავე ვარიანტი.

 

DB2016
მშენებლობის ნებართვების გაცემა: საქართველომ გაამარტივა მშენებლობის ნებართვების გაცემა, შეამცირა რა დრო, საჭირო მშენებლობის ნებართვის მისაღებად. ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფა: საქართველომ გააადვილა ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფა, დანერგა რა სასამართლო მომხმარებლებისთვის რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა.

DB2015
შრომითი ბაზრის რეგულირება: საქართველომ შეამცირა ფიქსირებულ-ვადიანი ხელშეკრულებების მაქსიმალური ხანგრძლივობა და დანერგა გათავისუფლების შესახებ შეტყობინების/გაფრთხილების პერიოდი.

DB2014
კრედიტის მიღება: საქართველომ გააუმჯობესა თავისი საკრედიტო საინფორმაციო სისტემა, შემოიღო რა ახალი კანონი პირადი მონაცემების დაცვის შესახებ.

DB2013
ელექტროენერგიის მიწოდება: საქართველომ უფრო მარტივი გახადა ელექტროენერგიის მიწოდება, გაამარტივა რა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების ჩართვის პროცესი და შეამცირა ჩართვის მოსაკრებელი. კრედიტის მიღება: საქართველომ გააძლიერა თავისი დაცული ტრანსაქციების სისტემა სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის გზით, რითიც ნებას რთავს უზრუნველყოფის ინტერესს გავრცელდეს პროდუქტებზე, შემოსავლებზე და გირაოს ჩანაცვლებაზე. გადასახადების გადახდა: საქართველომ გაადვილა კომპანიებისთვის გადასახადების გადახდა ელექტრონული სისტემების გამოყენების გაფართოებით და გადამხდელთათვის მეტი მომსახურების შეთავაზებით. ვაჭრობა საზღვრებს გარეთ: საქართველომ შეამცირა ექსპორტისა და იმპორტის განხორციელების დრო, შექმნა რა საბაჟო გაფორმების ზონები. ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფა: საქართველომ გააადვილა ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფა, დააჩქარა რა და გაამარტივა კომერციული დავების წარმოება. ბანკროტის საკითხის გადაწყვეტა: საქართველომ დააჩქარა ბანკროტის დარეგულირების პროცესი, დააწესა რა და გაამკაცრა ვადები ყველა პროცედურისთვის, რაც მასთან არის დაკავშირებული, მათ შორის - აუქციონის.

DB2012
ბიზნესის დაწყება: საქართველომ გაამარტივა ბიზნესის სტარტ-აპი, გააუქმა რა ბანკში მისვლის და რეგისტრაციის გადახდის მოთხოვნა. კრედიტის მიღება: საქართველომ გააფართოვა კრედიტის ხელმისაწვდომობა, შეიტანა რა ცვლილება სამოქალაქო კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს აქტივების გაფართოებულ დიაპაზონს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნან გირაოს სახით. მინორიტარული ინვესტორების დაცვა: საქართველომ გააძლიერა ინვესტორების დაცვა, დანერგა რა მოთხოვნები, დაკავშირებული დაინტერესებულ მხარეთა შორის ტრანზაქციების განხორციელების დადასტურებასთან. გადასახადების გადახდა: საქართველომ გააადვილა გადასახადების გადახდა კომპანიებისთვის, გაამარტივა რა ანგარიშგება დამატებითი ღირებულების გადასახადისთვის და დანერგა ელექტრონული რეგისტრაცია და გადასახადების გადახდა.

DB2011
კრედიტის მიღება: საქართველომ გააუმჯობესა კრედიტების ხელმისაწვდომობა ცენტრალიზებული გირაოების რეესტრის დანერგვით, რომლის ელექტრონული ბაზაც ხელმისაწვდომია ონლაინ. მინორიტარული ინვესტორების დაცვა: საქართველომ გააძლიერა ინვესტორების დაცვა კორპორაციულ ინფორმაციაზე მეტი წვდომის ნების დართვით გამოსაცდელი პერიოდის დროს. ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფა: საქართველომ გააადვილა ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფა აუქციონის ჩატარების პროცედურების მოწესრიგების გზით, კერძო სამართალდამცავი ორგანოების დანერგვით და დავების გადაჭრის სისტემის მოდერნიზაციით. ბანკროტის საკითხის გადაწყვეტა: საქართველომ გააუმჯობესა ბანკროტის პროცესები აუქციონიდან გაყიდვების რეგულაციების მოწესრიგებით.

DB2010
მშენებლობის ნებართვების გაცემა: საქართველომ გააადვილა მშენებლობის ნებართვების გაცემა, გაამარტივა რა კომუნალური სამსახურებიდან ნებართვების მიღების პროცესი, დანერგა რისკებზე დაფუძნებული დადასტურების პროცესი მშენებლობის ნებართვებისთვის და დააწესა ახალი დროის ლიმიტები დაკავებულობის ცნობის გაცემისთვის. ვაჭრობა საზღვრებს გარეთ: საქართველომ შეამცირა ვაჭრობის ღირებულება და გაამარტივა დოკუმენტაციის მოთხოვნები ექსპორტისა და იმპორტისთვის.

DB2009
ბიზნესის დაწყება: საქართველომ გაამარტივა ბიზნესის დაწყება მინიმალური საწყისი კაპიტალის მოთხოვნის გაუქმებით, ასევე კომპანიის ბეჭდის და კომპანიის წესდების მოთხოვნის გაუქმებით, რითაც ნოტარიუსის მომსახურების გამოყენება არა აუცილებელი გახდა. საკუთრების რეგისტრაცია: საქართველომ გააადვილა საკუთრების რეგისტრაცია რამდენიმე საბუთებზე მოთხოვნის გაუქმებით და რეგისტრაციის მოსაკრებლის გამარტივებითა და შემცირებით. კრედიტის მიღება: საქართველომ გააძლიერა თავისი დაცული ტრანზაქციების სისტემა, მისცა რა მხარეებს საშუალება შეთანხმებულიყვნენ კრედიტორის უსაფრთხოების უფლების განხორციელებაზე სასამართლოს მიღმა ხელშეკრულების მოწერისას, დაიწყო სრული ინფორმაციის გავრცელება კერძო საკრედიტო ბიუროებში და მსესხებლების უფლების გარანტირება თავისი საკუთარი მონაცემების შემოწმებაზე. გადასახადების გადახდა: საქართველომ გადასახადების გადახდა კომპანიებისთვის ნაკლებად ხარჯიანი გახადა, შეამცირა რა კორპორაციული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი და გააუქმა სოციალური მოსაკრებელი.

DB2008
ბიზნესის დაწყება: საქართველომ გაამარტივა ბიზნესის დაწყება, გახადა რა საგადასახადო ორგანოები პასუხისმგებელნი სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე და გააუქმა მინიმალური გადახდილი კაპიტალის მოთხოვნა. მშენებლობის ნებართვების გაცემა: საქართველომ გააადვილა მშენებლობის ნებართვების გაცემა, დანერგა რა უნივერსალური მაღაზია კომუნალური კომუნიკაციებისთვის, გაამარტივა პროცედურები დაკავებულობის ნებართვის ასაღებად და გააუქმა რამდენიმე დოკუმენტის მოთხოვნა. საკუთრების რეგისტრაცია: საქართველომ გაამარტივა საკუთრების გადაცემა, გააუქმა რა ნოტარიული დამოწმების მოთხოვნა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებისთვის, და ასევე შეამცირა სამეწარმეო რეესტრის გამყიდველის/მყიდველის რეგისტრაციის ამონაწერის მიღების დრო რაიონული სასამართლოდან. კრედიტის მიღება: საქართველოს კერძო საკრედიტო ბიურო - რომელმაც უკვე მოიპოვა საკრედიტო მონაცემები ქვეყანაში არსებული 18 ბანკიდან 17-დან, მიკროსაფინანსო ინსტიტუტებიდან, მობილური ტელეფონების და ელექტოენერგიის კომპანიებიდან, და სასამართლოებიდან - იწყებს ასევე მონაცემების შეგროვებას საცალო ვაჭრობის ობიექტებიდან, კომუნალური მომსახურების კომპანიებიდან და სავაჭრო კრედიტორებისგან. მინორიტარული ინვესტორების დაცვა: საქართველომ გააძლიერა მინორიტარული ინვესტორების დაცვა ფასიან ქაღალდებზე კანონებში ცვლილებების შეტანის გზით, რათა მოხდეს მოთხოვნების ზრდა ინფორმაციის დადასტურებაზე და გავრცელებაზე ჩართული მხარეების გარიგებებთან დაკავშირებით. ბანკროტის საკითხის გადაწყვეტა: საქართველომ გააძლიერა ბანკროტის პროცესი ახალი კანონით გადახდისუუნარობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს როგორც რეორგანიზაციის, ასევე ლიკვიდაციის პროცედურას, შემცირებულია ბანკროტის პროცესის თითოეული ეტაპის შესრულების ვადები და დადგენილებების წარდგენა ბანკროტის მმართველების დანიშვნის რეგულაციებთან მიმართებაში.

წყარო