ბუღალტერია და გადასახადები ეს ის სფეროა, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანდოობა და პროფესიონალიზმი.
ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება როგორც ბუღალტრული პროცესების მართვასა და ბუღალტრული პროგრამების დანერგვაში, ისე საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობაში.
ჩვენი ბუღალტრების კვალიფიციური გუნდი იზრუნებს, რომ თქვენი კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვა იყოს ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტებსა და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ჩვენ დაგეხმარებით ბუღალტრული პროცესების დალაგებასა და გადასახადების ოპტიმიზაციაში.
ჩვენ გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს:
- ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო ანგარიშგება;
- ბუღალტრული პროგრამის დანერგვა და გამართვა;
- საგადასახადო კონსულტაცია;
- საგადასახადო შემოწმების პროცესის მართვა;
- საგადასახადო ორგანოებთან შუამავლობა (საგადასახადო დავა, ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნება).
თუ გსურთ გაეცნოთ ინფორმაციას საქართველოშ მოქმედ გადასახადებზე, გადადით ბმულზე